მოვამზადეთ ჩვენი საპრეზენტაციო თემის შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტი.
Friday, February 27, 2015
Wednesday, February 25, 2015
მეექვსე დღე
მეექვსე დღე--პორტფოლიოს ატვირთვა ჩვენს დისკზე, საქაღალდის დამატება-წაშლა ჩვენს პორტფოლიოში, ბუკლეტების შაბლონების გაცნობა, საპრეზენტაციო სლაიდშოუს განთავსება ბლოგში.
Wednesday, February 18, 2015
Friday, February 13, 2015
დღე მესამე
ტრენინგი წარიმართა ნაყოფიერად. ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან საჭირო ინდიკატორებისა და შედეგების კოპირება და განთავსება პროექტის გეგმის შაბლონში. მოვამზადეთ და ჩავწერეთ ზოგადი,თემატური და შინაარსოდრივი კითხვები.
Monday, February 9, 2015
დღე მეორე
დღე წარიმართა საინტერესოდ. ტრენინგისმიმდინარეობა 14-00 ----18-00
1. მოვახდინეთ ბლოგზე შესვლა.
2.განვათავსეთ საათი.
3.დავიწყეთ პროექტის განთავსება ბლოგზე.
4. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
1. მოვახდინეთ ბლოგზე შესვლა.
2.განვათავსეთ საათი.
3.დავიწყეთ პროექტის განთავსება ბლოგზე.
4. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
Thursday, August 18, 2011
სასწავლო პროექტი
თემა: ჰაერნაოსნობა
სამიზნე ჯგუფი: მე–8–ე კლასი
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან , რომ არქიმედეს კანონი მოქმედებს როგორც სითხეებში ასევე აირებშიც .ასევე გაიგებენ , თუ როგორ ხდება ამ კანონის გამოყენება პრაქტიკაში.
თემის არჩევამდე, არქიმედეს კანონის შესწავლის პარალელურად ბავშვებს ვუთითებ ჟიულ ვერნის ,,საიდუმლო კუნძულს“, ვთხოვ წაიკითხონ და ყურადღება გაამახვილონ იმ მონაკვეთზე ,სადაც აღწერილია ნაწარმოების გმირების გაქცევა ტყვეობიდან საჰაერო ბურთის საშუალებით. დროს ვაძლევ ერთ კვირას.
ამის შემდეგ ვსვამ კითხვას: რა კავშირს ხედავთ არქიმედეს კანონსა და საჰაერო ბურტის მოქმედებას შორის ?
გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკვეთება პროექტის თემა:,,აქვს თუ არა ადგილი არქიმედეს კანონს აირებში და როგორ იყენებენ მას პრაქტიკაში“.
თემის გამოკვეთის შემდეგ ვაძლევ ბავშვაბს დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში მისამართზე :www.yahoo.com/montgolfier, აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურაში(ენციკლოპედია და ა.შ.) საჰაერო ბურთის შექმნის, ისტორიის და გამოყენების სესახებ.
მნისვნელობა და აქტუალობა: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიგებენ , რომ არქიმედეს კანონს ადგილი აქვს როგორც სითხეებში , ასევე აირებშიც და მას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში.ეს ხელს შეუწყობს ბავშვებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების ,საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,ანალიტიკური აზროვნების უნარ–ჩვევები.ასევე დააკავშირონ კანონები ცხოვრებისეულ საჭიროებებს.
მიზნები და შედეგები:
მოსწავლე ატარებს ცდებს სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად ,სქემატურად გამოსახავს სხეულებზე მოქმედ ძალებს :ბუნ.VII.7.
მოჰყავს ბუნებაში არსებული ძალბის გამოვლინების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე: ბუნ.VII.7.
მოსწავლე ეცნობა სამყაროს უნივერსალურ კანონებს. შეისწავლის ბუნებაში არსებულ ძალთა მოქმედების შედეგებს.აღწერს მათ თვისებრივად და რაოდენობრივად ,ეცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების მაგალითებს.
მოუძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ და იზიარებს მათ მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში .
Subscribe to:
Posts (Atom)