Tuesday, June 25, 2019

იდუმალის საჯარო სკოლაში განვახორციელე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც სკოლის მასწავლებელთა შიდა შეფასების ჯგუფმა დადებითად შეაფასა. კვლევის დოკუმენტაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე:





https://drive.google.com/drive/folders/1vfMnkKww1SCG5eHdamCge1KoslXjF7ha



https://drive.google.com/drive/folders/12moRzwGwWs1XA9qfwQ7K0KGJWJAZys1-https://drive.google.com/drive/folders/1FEDj5RcZ6L5Z8HbbFOXLlFnB9utOpahn


Friday, March 6, 2015

დღე მეცხრე

შეფასების რუბრიკების მომზადება,მომზადებული პროექტის ბლოგში განთავსება

Tuesday, March 3, 2015

დღე მერვე

მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე
მოსწავლის საპრეზენტაციო სლაიდშოუს მომზადება

Friday, February 27, 2015

დღე მეშვიდე

მოვამზადეთ ჩვენი საპრეზენტაციო თემის შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტი.

Wednesday, February 25, 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დღე--პორტფოლიოს ატვირთვა ჩვენს დისკზე, საქაღალდის დამატება-წაშლა ჩვენს პორტფოლიოში, ბუკლეტების შაბლონების გაცნობა, საპრეზენტაციო სლაიდშოუს განთავსება ბლოგში.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე--პოვერპოინტში თემის შესაბამისი საპრეზენტაციო სლაიდშოუს მომზადება.


Wednesday, February 18, 2015

დღე მეოთხე--
მუშაობა წარიმართა ნაყოფიერად-1. სასწავლო პროექტის შაბლონში განვათავსეთ მიმართულების მიმცემი კითხვები ( ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი).
 2. მოვამზადეთ პოვერპოინტში საპრეზენტაციო ნიმუში.

Friday, February 13, 2015

დღე მესამე

ტრენინგი წარიმართა ნაყოფიერად. ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან საჭირო ინდიკატორებისა და შედეგების კოპირება და განთავსება პროექტის გეგმის შაბლონში. მოვამზადეთ და ჩავწერეთ ზოგადი,თემატური და შინაარსოდრივი კითხვები. 

Monday, February 9, 2015

დღე მეორე

 დღე წარიმართა საინტერესოდ. ტრენინგისმიმდინარეობა 14-00  ----18-00
1. მოვახდინეთ ბლოგზე შესვლა.
2.განვათავსეთ საათი.
3.დავიწყეთ პროექტის განთავსება ბლოგზე.
4. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

Thursday, August 18, 2011

სასწავლო პროექტი


თემა:  ჰაერნაოსნობა
სამიზნე ჯგუფი: მე–8–ე  კლასი
   ამ  პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან , რომ არქიმედეს კანონი მოქმედებს როგორც სითხეებში ასევე აირებშიც .ასევე გაიგებენ , თუ როგორ ხდება ამ კანონის გამოყენება პრაქტიკაში.
თემის არჩევამდე,  არქიმედეს კანონის შესწავლის  პარალელურად ბავშვებს ვუთითებ  ჟიულ ვერნის ,,საიდუმლო კუნძულს“,  ვთხოვ წაიკითხონ და ყურადღება გაამახვილონ იმ მონაკვეთზე ,სადაც აღწერილია ნაწარმოების გმირების გაქცევა ტყვეობიდან საჰაერო ბურთის საშუალებით.   დროს ვაძლევ ერთ კვირას.
  ამის შემდეგ ვსვამ კითხვას: რა კავშირს ხედავთ არქიმედეს კანონსა და საჰაერო ბურტის მოქმედებას შორის ?
  გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკვეთება პროექტის თემა:,,აქვს თუ არა ადგილი არქიმედეს კანონს აირებში და როგორ იყენებენ მას პრაქტიკაში“.
თემის გამოკვეთის შემდეგ ვაძლევ ბავშვაბს დავალებას მოიძიონ  ინფორმაცია  ინტერნეტში მისამართზე :www.yahoo.com/montgolfier, აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურაში(ენციკლოპედია და ა.შ.) საჰაერო ბურთის შექმნის, ისტორიის და გამოყენების სესახებ.
  მნისვნელობა და აქტუალობა: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიგებენ , რომ არქიმედეს კანონს ადგილი აქვს როგორც სითხეებში , ასევე აირებშიც და  მას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში.ეს ხელს შეუწყობს ბავშვებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების ,საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,ანალიტიკური აზროვნების  უნარ–ჩვევები.ასევე დააკავშირონ კანონები ცხოვრებისეულ საჭიროებებს.
 მიზნები და შედეგები:
მოსწავლე ატარებს ცდებს სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად ,სქემატურად  გამოსახავს სხეულებზე მოქმედ ძალებს :ბუნ.VII.7.
 მოჰყავს ბუნებაში არსებული ძალბის გამოვლინების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე: ბუნ.VII.7.
მოსწავლე ეცნობა სამყაროს უნივერსალურ კანონებს. შეისწავლის ბუნებაში არსებულ ძალთა მოქმედების შედეგებს.აღწერს მათ თვისებრივად და რაოდენობრივად ,ეცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების მაგალითებს.
მოუძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ  და იზიარებს მათ მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში .