თემა: ჰაერნაოსნობა
სამიზნე ჯგუფი: მე–8–ე კლასი
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან , რომ არქიმედეს კანონი მოქმედებს როგორც სითხეებში ასევე აირებშიც .ასევე გაიგებენ , თუ როგორ ხდება ამ კანონის გამოყენება პრაქტიკაში.
თემის არჩევამდე, არქიმედეს კანონის შესწავლის პარალელურად ბავშვებს ვუთითებ ჟიულ ვერნის ,,საიდუმლო კუნძულს“, ვთხოვ წაიკითხონ და ყურადღება გაამახვილონ იმ მონაკვეთზე ,სადაც აღწერილია ნაწარმოების გმირების გაქცევა ტყვეობიდან საჰაერო ბურთის საშუალებით. დროს ვაძლევ ერთ კვირას.
ამის შემდეგ ვსვამ კითხვას: რა კავშირს ხედავთ არქიმედეს კანონსა და საჰაერო ბურტის მოქმედებას შორის ?
გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკვეთება პროექტის თემა:,,აქვს თუ არა ადგილი არქიმედეს კანონს აირებში და როგორ იყენებენ მას პრაქტიკაში“.
თემის გამოკვეთის შემდეგ ვაძლევ ბავშვაბს დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში მისამართზე :www.yahoo.com/montgolfier, აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურაში(ენციკლოპედია და ა.შ.) საჰაერო ბურთის შექმნის, ისტორიის და გამოყენების სესახებ.
მნისვნელობა და აქტუალობა: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიგებენ , რომ არქიმედეს კანონს ადგილი აქვს როგორც სითხეებში , ასევე აირებშიც და მას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში.ეს ხელს შეუწყობს ბავშვებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების ,საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,ანალიტიკური აზროვნების უნარ–ჩვევები.ასევე დააკავშირონ კანონები ცხოვრებისეულ საჭიროებებს.
მიზნები და შედეგები:
მოსწავლე ატარებს ცდებს სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად ,სქემატურად გამოსახავს სხეულებზე მოქმედ ძალებს :ბუნ.VII.7.
მოჰყავს ბუნებაში არსებული ძალბის გამოვლინების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე: ბუნ.VII.7.
მოსწავლე ეცნობა სამყაროს უნივერსალურ კანონებს. შეისწავლის ბუნებაში არსებულ ძალთა მოქმედების შედეგებს.აღწერს მათ თვისებრივად და რაოდენობრივად ,ეცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების მაგალითებს.
მოუძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევების შესახებ და იზიარებს მათ მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში .